,,ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას და რომან გოცირიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის არსებობის შეეშინდა.

,,როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოს განმარტა, მე და ბატონ რომანს, ამ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები