,,ხანგრძლივ პერსპექტივაში პრეპარატის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის”- ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ხანგრძლივ პერსპექტივაში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ივანე ჩხაიძემ ისაუბრა, თურა რისკები ახლავს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“.

„მხოლოდ საქართველოს მთავრობის განცხადება არ არის, ყველგან ერთი და იგივე აზრია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში პრეპარატის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  შეგიძლიათ, ნებისმიერ პუბლიკაციაში წაიკითხოთ, რომ უფრო ხანგრძლივი კვლევებია საჭირო, რათა ვიცოდეთ, რა გავლენა აქვს საბოლოო სიმაღლეზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, ერთი წლის განმავლობაში 1,57 სანტიმეტრით ზრდა რამდენად შენარჩუნდება შემდეგი წლების განმავლობაში და რა იქნება საბოლოო სიმაღლე; ხანგრძლივ პერსპექტივაში არის თუ არა ეს პრეპარატი სრულიად უსაფრთხო სხვადახვა ორგანოსა და სისტემის თვალსაზრისით. ჩვენთან რაც კეთდება, მიმართულია სწორედ ამ თვალსაზრისით ნიადაგის მომზადებაზე, რათა პრეპარატი შეძენილი თუ იქნება, მზად იყოს სამედიცინო სისტემაც და პაციენტის მშობლებიც. ეს მედიკამენტი უნდა გააკეთონ მშობლებმა, ამიტომ დასაწყისში პრეპარატი გაკეთებული უნდა იყოს საავადმყოფოში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ეტაპზე კი აკეთებს მშობელი სახლში. კანქვეშა ინექციებს სჭირდება მომზადება, მშობლების ტრენინიგი. ეს არ არის ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა არც ისეა, რომ დღესვე შეიძლება, ყველაფერი დაიწყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“.

“კორონავირუსი” რესპირატორულ ვირუსში გადავიდა – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები