,,საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებმა და სუს-მა დაგეგმეს”- გიორგი ვაშაძე

„ქოლცენტრების საკითხზე რუსული რეჟიმის პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ზოგადად, ჩვენი ოპოზიციური ჯგუფის მიზანმიმართული და აღვირახსნილი, პროვოკაციული, პირდაპირ ვიტყვი, სახელის და რეპუტაციის შელახვა,”-  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”რეალურად საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა და სუს-მა”.

,,როცა მთელი საქართველო საუბრობს ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს რეესტრის ამონაწერი, სადაც 13 აპრილს სავარაუდოდ სუს-ის დავალებით ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7 გრუპ“, რომელიც მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და რაც მთავარია, ამ შენობის მეპატრონეებს და დირექტორს, ბატონ ლომგურ ჭკუასელს ეუბნებიან, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. ამავე ოფისში წლების განმავლობაში არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხანია, ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა. შესაბამისად, დამქირავებლს ეჭვი არ გაუჩნდა და მიაქირავა ვინმე არახამიას ეს ოფისი. ზუსტად სამ კვირაში, ვიდრე შინგან საქმეთა სამინისტრო რამე ოპერაციებს ჩაატარებდა, ქოცპროპაგანდისტმა ექსპერტებმა, მაგალითად, ბატონმა სალუქვაძემ და „ქოცებთან“, რუსულ რეჟიმთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად, „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს იყო ჩემთან დაკავშირებული რაიმე ქოლცენტრი. მეტიც, ამ ადამიანებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ ამ შინაარსთან დაკავშირებით, იყო თუ არა იქ ქოლცენტრი, რაიმე სხვა ოფისი იყო, რას ლუქავდნენ. თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მიერ მართული ტელეარხების და მათი პროპაგანდისტი, იაფფასიანი, სუს-ის მიერ დავერბორკებული ექსპერტების მიერ ხდება რაღაც ინფორმაციის ტირაჟირება. რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. ეს სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა, სუს-მა და რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა, არსად არ არსებობს ეს ადამიანი, ვერავინ პოულობს ამ ადამიანს. სავარუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს ეს ადამიანი.

მინდა, მივმართო შსს-ს, სუსს, პროკურატურას, ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის დაკითხული ან დაკავებული? ვინმე არის პასუხისგებაში მიცემული? ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუ ასეთი დანაშაული არსებობს, რაიმე მტკიცებულება გაგაჩნიათ? სად არის ეს მიხეილ არახამია, რატომ აფარებთ მას ხელს? იმ ქოცპროპაგანდისტულ არხებს, „იმედს“, „რუსთავი2“-ს, „პოსტივის“, რომ ლიკლიკებთ და საუბრობთ, ტყლაპივით რომ გაქვთ ენა გადაგდებული, ერთი კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, სად არის ეს ხალხი? სად არიან ის ადამიანები, ვინც თურმე დანაშაული ჩაიდინა?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

მსგავსი თემები