CRRC კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 31% მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული.
კითხვაზე – გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რუსეთი-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო, პასუხები ასე გადანაწილდა:
- საერთოდ არ ვეთანხმები – 5%;
- არ ვეთანხმები – 20%;
- ნეიტრალური ვარ – 17%;
- ვეთანხმები – 25%;
- სრულად ვეთანხმები – 31%;
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 37%.
კითხვაზე – მრავალი მოსაზრება არსებობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად შეეძლო უკრაინას ომის თავიდან აცილება დასავლეთთან ინტეგრაციის მისწრაფების პარალელურად. ახლა გაჩვენებთ ორ მოსაზრებას და გთხოვთ,მითხრათ, რომელი გამოხატავს ყველაზე კარგად თქვენს შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
პასუხები ასე გადანაწილდა:
- რუსეთის ქმედებებმა აჩვენა, რომ მას იმპერიალისტური ამბიციები ჰქონდა უკრაინის მიმართ და პუტინს ვერაფერი შეაჩერებდა – 47%;
- უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება რუსეთთან დათმობაზე წასვლით – 26%;
- არცერთს არ ვეთანხმები – 10%;
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 18%.