მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8%-იანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის  მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

მსგავსი თემები