,,უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიები”- ირაკლი ზარქუა

,,ბატონმა არახამიამ, რომელიც ქართველებს გველაპარაკება რუსულ ენაზე, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ წარსულს, საკუთარ მშობლებს, გვარი გადაიკეთა. არახამია იყო და ახლა ბრაუნია,”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, ”უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიებს”.

,,ვინ ეკითხება არახამიას ჩვენი სასამართლოს თემას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ან აქ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ეს მე მგონია, რომ დიახ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიები, კიდე დანილოვები, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა აქ, ბავშვების და დედების ხოცვაში შევხიდებოდით ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ ხართ უღირსები და არ იმსახურებთ უკრაინელი ხალხის ნდობას, პირადად ჩემი პოზიცია და განცდაა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში უკრაინელი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, აქცენტს გააკეთებს მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს ჩავერევით მათ შიდა საქმეებში, რადგან ჩვენი აღზრდა, პარტნიორული ურთიერთობა გავავლდებულებს, რომ პატივი ვცეთ მათ სუვერენინეტს. გონჩარენკოზე უარესი ხარ შენ, ბატონო არახამია. გონჩარენკო რაც არის, კი იცის შენმა საზოგადოებამ, უფრო სწორად, უკრაინულმა საზოგადოებამ“, – განაცხადა  ირაკლი ზარქუამ.

 

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში”- დავით არახამია

მსგავსი თემები