,,კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

,,კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში, ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი,”-  ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე კორონავირუსის ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. ეს ფორმულირება არ არის იდენტური პანდემიის დასრულებისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში. ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც იმართება გრიპი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, მაგრამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

“კორონავირუსი” რესპირატორულ ვირუსში გადავიდა – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები