,,აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი”- ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი განცხადებით, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი.

,,აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი. უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩვენ ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ოფიციალური რეაქცია ამ ყველაფერზე აუცილებლად იქნება” – აცხადებს ანდრეი კასიანოვი.

ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, “ალტ-ინფოსთან” არის დაკავშირებული.

მსგავსი თემები