,,არჩევნების შემდეგ ეს პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში, როგორც კომუნისტური პარტია აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება”- გორგი ვაშაძე

,,მეც დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში, როგორც კომუნისტური პარტია აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება,”-  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა დავით არახამიას განცხადებაზე , სადაც არახამია ცხადებს, რომ „დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“

„მეც დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ეს მავნებელი, პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში და როგორც კომუნისტური პარტია, რომელიც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი, აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი ღირებულებები არ აქვს საქართველოსთან და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. დღესავით ნათელია, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია რუსეთის მხარე, ეს არის დღესავით ნათელი აბსოლუტურად ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს, რომ საქართველო იყოს რუსული ჭაობი. აქედან გამომდინარეობს დასკვნები, რომელსაც აკეთებს ნებისმიერი რაციონალური ადამიანი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

https://mcm.ge/186769/

მსგავსი თემები