,,არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში”- გურამ მაჭარაშვილი

”ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ”არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში”.

მისი თქმით, არახამიამ უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც საომარ მდგომარეობაშია.

,,არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, პასუხი იქნება ის, რომ მან უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც სამწუხაროდ არის საომარ მდგომარეობაში. როდესაც მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი პოულობს დროს ასეთი საკითხებისთვის, რომ სხვა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და ა.შ. მაშინ, როცა სამწუხაროდ, საკუთარ ქვეყანაში აქვს ასეთი მასშტაბური ომი, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი მოსაზრებები და მან სხვათა შორის აღიარა კიდეც ამ ინტერვიუში, რომ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ამერიკელებმა არ მირჩიესო”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები