,,დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან” – ხატია დეკანოიძე

,,დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან”, – ამის  შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დავით არახამიას არავითარი კავშირი არ აქვს ამ ადამიანთან, ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილები არ ჰყავს. მას არ აქვს კავშირი არც ამ ადამიანთან და არც “ქოლ-ცენტრებთან”. ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპაგანდაა, მე ვერ ჩავყვები მის ანატომიას, ჩემი პოზიცია იცით: გამოვიძიოთ, შევქმნათ “ქოლ ცენტრების” საგამოძიებო კომისია, დადგინდეს ყველა ვისაც აქვს ან არ აქვს კავშირი,”- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის,  თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში,  რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,  რომ შენობა გიორგი ვაშაძის და დავით არახამიას ძმების მფლობელობაშია.

 

მსგავსი თემები