51% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს – CRRC

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. კითხვაზე, გთხოვთ მითხრათ, რამდენად ეთანხებით ან არ ეთანხებით შემდეგ მოსაზრებას – რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, პასუხები ასე გადანაწილდა: 33%- ვეთანხმები 18%- სრულად ვეთანხმები 17%- ნეიტრალური ვარ 20%- არ ვეთანხმები 4%- საერთოდ არ ვეთანხმები 8%- არ ვიცი/ უარი პასუხზე.   CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების…

მეტი...

43% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად – CRRC-ის კვლევა

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წლის მარტის მონაცემებით გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. კვლევის მიხედვით: 43% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, რადგან ეს მათი ძალაუფლების შემცირებას ნიშნავს 25% მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები (იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს) 11% მიიჩნევს , რომ არცერთს არ ვეთანხმება 20% – არ ვიცი/უარი პასუხზე

მეტი...

უკრაინა 9 მაისს ევროპის დღეს აღნიშნავს – პრეზიდენტის განკარგულება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან, ყოველი წლის 9 მაისს, უკრაინა ევროპის დღეს აღნიშნავს. შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული. „უკრაინელი ხალხის ევროპული იდენტობის გაცნობიერება, ევროპის ხალხთა ერთიანობის განმტკიცების, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიის იდეალებისა და ღირებულებებისადმი ერთგულების დადასტურება, ახალგაზრდობის ინიციატივების მხარდაჭერა. და სხვა საზოგადოებრივი ასოციაციები, მე გადავწყვიტე: უკრაინაში დავაწესოთ ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად“, – ნათქვამია დოკუმენტში.    

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, მაღაზია Kontact Home-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, კომპანია ,,ეი ბი სი ტელეკომ ჯი“-სთან (მაღაზია – Kontact Home) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა მოქალაქე ნუგზარ ნოზაძის  განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. კანონის სავარაუდო  დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება   შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს: შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა, შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგათ; კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და  სრულად მიაწოდოს; მომხმარებლის ინფორმირებისათვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე www.kontakt.ge და კომპანიის სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე; უზრუნველყოს სარეალიზაციო მაღაზიაში და ვებგვერდზე განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და საქონლის უკან დაბრუნების პოლიტიკა, რომელსაც ხელშეკრულების დადებამდე,…

მეტი...

,,მზად უნდა ვიყოთ მტრის სისასტიკისა და თავდაცვისთვის“- ანა მალიარი

„იქნება თუ არა გამწვავება 9 მაისს. 100%-ით დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია. გამწვავების ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად, სანამ ომი გრძელდება,”- ამის შესახებ  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თადაცვისთვის. ,,ის, რომ რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები – დიახ. მაგრამ უკვე იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და სადღესასწაულო თარიღი, რისთვისაც ისინი “არ გამწვავდნენ”. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს ან არ იყოს გამწვავება. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ მტრის სისასტიკისა და თავდაცვისთვის“,- განაცხადა მალიარმა.

მეტი...

ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ, სერბეთის განათლების მინისტრი გადადგა

სერბეთის განათლების მინისტრმა ბრანკო რუზიჩმა ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული მასობრივი სროლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ბრანკო რუზიჩმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა. „სამდღიანი ეროვნული გლოვის ბოლოს, როგორც პასუხისმგებელი და განათლებული ადამიანი, პროფესიონალი ყველა წინა საჯარო მოვალეობის შესრულებისას, როგორც მშობელმა და სერბეთის მოქალაქემ, მე მივიღე ერთადერთი რაციონალური და საპატიო გადაწყვეტილება ამ ვითარებაში“, – დაწერა ბრანკო რუზიჩმა. ცნობისთვის, სროლა ბელგრადის სკოლაში 3 მაისს მოხდა.   მე-7 კლასის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის 8 ბავშვი და ერთი დაცვის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი  თავდასხმას  კვირების განმავლობაში გეგმავდა.

მეტი...

თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა „S-400“ გადაეცა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა „S-400“ გადაეცა. მისი თქმით, შეერთებული შტატები სთავაზობდა თურქეთს, რუსეთისგან შეძენილ სარაკეტო სისტემაზე კონტროლი გადაეცა აშშ-სთვის ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ჩავუშოღლუს თქმით, ეს წინადადება თურქეთისთვის მიუღებელია, რადგან თურქეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს მიზნად. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გვთხოვა „S-400”-ების გაგზავნა უკრაინაში და ჩვენ უარი ვუთხარით“,- განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქული მედიის ცნობით,  2017 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემის მოპოვების ხანგრძლივი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან უახლესი „S-400” ტიპის სარაკეტო…

მეტი...

,,უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალი სამხედრო დახმარების მისაღებად”- ზელენსკი

უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალი სამხედრო დახმარების მისაღებად, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა საჭირო და ამას უახლოეს მომავალში ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული კვირა უკრაინისთვის ძალიან ნაყოფიერად დასრულდა. „ეს კვირა უკრაინისთვის ძალიან ნაყოფიერად დასრულდა. ამ დღეებში კი აქტიურად ვემზადებით მაისისა და ივნისის ახალი ღონისძიებებისთვის. ეს დრო არანაკლებ ნაყოფიერი უნდა გავხადოთ როგორც ჩვენი ჯარისკაცებისთვის იარაღის მიწოდებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის გადაწყვეტილებებში. ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც დაგვეხმარება, გავაკეთოთ მეტი მშვიდობის აღსადგენად. დეტალურად ვამუშავებთ ახალ გეგმებს უკრაინის დასახმარებლად, ველოდებით მათ უახლოეს მომავალში, ზუსტად…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 194 970 ჯარისკაცი დაკარგა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 194 970 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება – ჯარისკაცი – დაახლოებით 194 970; ​ტანკი – 3 730; ჯავშანტექნიკა – 7 253; საარტილერიო სისტემა – 3 018; სარაკეტო სისტემა – 554; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 614; საკრუიზო რაკეტები – 947; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 958; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 384.

მეტი...

ინდოეთში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის სამხრეთ კერალას შტატში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ოფიციალური პირების თქმით, ნავზე დასაშვებზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და მისი ჩაძირვა სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სულ მცირე 4 ადამიანი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის დროს ბევრ მგზავრს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი, განუცხადეს ადგილობრივ მედიას გადარჩენილებმა. გაუჩინარებული მგზავრების ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი.ხელისუფლება უბედური შემთხვევის მიზეზებს იძიებს.  

მეტი...

პერუში, ოქროს მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა პერუში ოქროს მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევაა. ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის კადრებში ჩანს, რომ მთის ფერდობიდან ცეცხლი და კვამლი იფრქვეოდა. ოფიციალურმა პირების განცხადებით, მაღაროელები მინიმუმ 80-100 მეტრამდე ზედაპირზე მუშაობდნენ, როცა ხანძარი გაჩნდა.

მეტი...

,,ბიჭებო, დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით”- არახამია

,,ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით,”-  ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.’ არახამიამ მიმართა ივანიშვილის გარემოცვის იმ წევრებს, რომლებიც მის მიერ შექმნილი სანქცირების ჯგუფის ყურადღების ქვეშ მოექცნენ. ,,ვინმე უჩა, ვინმე შმაგი, ვინმე ვანო ჩხარტიშვილი….ჩვენ გავაგზავნეთ სიგნალი მათი მისამართით, ამიტომ ჯერჯერობით არ ვახდენთ ზეწოლას, ამერიკელების მსგავსად, ჯერ უბრალოდ ვაფრთხილებთ, რომ რადარზე არიან, რადგან ქართველები უკრაინელების მეგობრები არიან, არ გვინდა პირდაპირ ცეცხლი გავუხსნათ მათ, ვაძლევთ შანსს, რომ ვითარება გამოასწორონ. ვეუბნებით, რომ გხედავთ და ნუ გააგრძელებთ…

მეტი...

„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი გაეცნო

„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ტყის აღნიშნული ტერიტორია,  სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, უნიკალური „იმერული მუხა” გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ  მნიშვნელოვანად დააზიანა. ეროვნული სატყეო სააგენტო „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარიული ჭრების პარალელურად, განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები. „ქუთაისის მუხნარის ტყესთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ გეგმებს განვიხილავთ, არამედ ტერიტორიის განვითარების იმ მოდელს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას,…

მეტი...

თავდასხმა კიევის ოლქზე – დაშავდა ხუთი ადამიანი

რუსეთი კიევის ოლქს ღამით თავს დაესხა –   ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი ავრცელებს. „8 მაისის ღამეს მტერი კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების შაჰედის გამოყენებით. 35 თვითმფრინავიდან 35 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, შუაღამისას, რუსები  თავს დაესხნენ ოდესის რეგიონს Tu-22m3 შორ მანძილზე ბომბდამშენებიდან, რომლებიც ახორციელებდნენ 8 გაშვებას კონცხის თარხანკუტის ტერიტორიიდან. (ოკუპირებული ყირიმი). რაკეტების ნაწილმა მიზანს ვერ მიაღწია.

მეტი...

,,თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს”- არახამია

,,თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. არახამიამ უპასუხა კითხვას თუ  რა შემთხვევაში დააბრუნებს უკრაინა საქართველოში ელჩს. „პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ის ჟურნალისტია. და თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა ჩემს პრეზიდენტთან და ვთხოვ, რომ გავუშვათ ელჩი თბილისში“, – განაცხადა არახამიამ. მისივე თქმით, ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. „ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია.…

მეტი...

,,ყველაზე უარესი რუსეთისთვის წინ არის – დამარცხება, დაშლა, სასამართლო პროცესი, კონტრიბუცია”- დანილოვი

,,ყველაზე უარესი რუსეთისთვის წინ არის – დამარცხება, დაშლა, სასამართლო პროცესი, კონტრიბუცია”,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ტვიტერზე წერს. ,,ყველაზე დიდი “გეოპოლიტიკური კატასტროფა”, რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის – დამარცხება, დაშლა, სასამართლო პროცესი, კონტრიბუცია”,- წერს დანილოვი.

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში”- დავით არახამია

,,ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ გამაფრთხილეს, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები,” – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,  ამერიკელებმა სთხოვეს თავის შეკავება. „ზუსტად არ ვიცი, გამაფრთხილეს. ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. ივანიშვილი ათ წელზე მეტია, რაც არის და ის არც მეფეა, არც მონარქი, არც…

მეტი...