ევროკომისიის პრეზიდენტი 9 მაისს უკრაინას ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა.  ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„პრეზიდენტი ხვალ იქნება კიევში, სადაც შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და დაადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას. ეს ვიზიტი გაიმართება ევროპის დღეს და ამ კონტექსტში, ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისი იქნება ახლა. ასევე აღინიშნება ევროპის დღე უკრაინაში“, – განაცხადა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა.

ცნობისთცის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

მსგავსი თემები