,,ამათი შემხედვარე ხელისუფლებაში 2030 წლამდე ვიქნებით”- ირაკლი ზარქუა

,,გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე და სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. ამათი შემხედვარე ხელისუფლებაში 2030 წლამდე ვიქნებით,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ქართული ოცნება“ შეცდომების მიუხედავად ის ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს”.

,,გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე და სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა და უკვე თავიანთი პირით აღიარებენ, რომ გამორიცხულია მათი შეცვლა, იგივე ხელწერა აქვთ – ჩაშვება, დასმენა, მოსმენა, ერთმანეთის შანტაჟი, ჩანაწერების გაკეთება. ამ პროცესის შედეგად ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს და უკვე გამარჯვებულია, ამ სექტის ლუსტრაცია ხდება. ახალი თაობა – ხაბეს ვეძახი, თურმე, მერაბიშვილს ეყრდნობა და ამით ამაყობს. ბიჭო, საზოგადოებას მერაბიშვილი რომ არ უნდოდა ორი გვამის გამო, რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, ამიტომ გააგდო ქართულმა საზოგადოებამ პანჩურით 2012 წელს. როცა ახალი თაობა ხარ, ხაბეს ვგულისხმობ და ამას ეყრდნობი, როგორ აღიქვამს ამას ქართული საზოგადოება სერიოზულად? ამათი შემხედვარე ხელისუფლებაში 2030 წლამდე ვიქნებით, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, მაგრამ ყველა დარწმუნდა, „ქართული ოცნება“ შეცდომების მიუხედავად ის ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს,”- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები