„თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი“ – დენიელ ფრიდი

„მე არ ვთავაზობ საქართველოს, გაუგზავნოს იარაღი უკრაინას, მაგრამ საქართველოს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი“ – აცხადებს ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი.

მისი შეფასებით, თუ პუტინი წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველოც უფრო უსაფრთხოდ იქნება.

„პუტინის წარუმატებლობა უკრაინაში იქნება იმის დემონსტრირება, რომ მისი აგრესიის მოდელი – რუსეთის იმპერიის აღდგენა ომით, არ იქნება წარმატების მომტანი. თუ პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება. საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ვიდრე უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე ჩუმადაა, ემზადება თავდაცვისთვის და რუსეთისთვის იოლი სამიზნე არაა. არ ვიცით, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ არაა აშკარა, რომ პუტინი წარმატებას მიაღწევს. ჩემთვის ცხადია, რომ ამ დრომდე პუტინი წარუმატებელია“ – აღნიშნა დიპლომატმა „საქართველოს ხმასთან“.

მისივე შეფასებით, რუსეთში დაძაბულობა იზრდება და ქართველები საკუთარი ქვეყნის დასაცავად უნდა გაერთიანდნენ.

მსგავსი თემები