,,უნდათ, რომ მოკლან…გადაყვა ამ ქვეყანას, ყველაფერი გააკეთა და ბოლოს მიიღო ეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში მიმართვას გეგმავენ. ადვოკატებმა და გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედეში“ დღეს კიდევ ერთხელ მოინახულეს.

მათი განმარტებით, მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

„სუსტად არის ძალიან. სისტემა დაუყენეს. კალიუმი დაუყენეს, ჩვეულებრივი ამბავია ეს. სიცხეები, რა თქმა უნდა ისევ აქვს. პროცესებთან დაკავშირებით მოლოდინი მაინცდამაინც კარგი არ მაქვს. ჯერჯერობით პროცესები მიდის იქით, რომ მაინცდამაინც უნდათ, რომ მოკლან. ჩემი დაკვირვება ასეთია და რავიცი აბა. რაც შეეხება სტრასბურგს, შეიძლება მიმართონ, რაღაცა გეგმა არსებობს, უფრო ადვოკატებმა იციან. თვითონ რა ვიცი, როგორ გუნებზე უნდა იყოს ადამაინი, რომელიც გადაყვა ამ ქვეყანას, ყველაფერი გააკეთა და ბოლოს მიიღო ეს, რაც მიიღო. როგორ უნდა იყოს განყობილი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე. როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, ჭკუათმყოფელი თუ არის კიდე“, – განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი თემები