,,მარტამდე პურის ფასზე ცვლილება მოსალოდნელი არ არის”- მალხაზ დოლიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,მარტამდე პურის ფასზე ცვლილება მოსალოდნელი არ არის”- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოში ფქვილის მარაგის რაოდენობა დაახლოებით, 60 000 ტონაა, რაც  სამი თვის მარაგია.

„რაც შეეხება ფქვილს, ფქვილის მარაგი არის – 60 000 ტონაზე მეტია, ეს დაახლოებით, სამი თვის მარაგია. თუ შევადარებთ გასულ წელს, ამ მხრივ წლევანდელი წელი ბევრად უკეთესია იმიტომ, რომ მაშინ ფიქსირდებოდა 500 დოლარამდე ხორბლის ღირებულება და ახლა ეს ფასები შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ეს კიდევაც აისახება ფქვილის ღირებულებაზე. დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით, 66-67 ლარია. ასევე, პურის ფასზე ცვლილებას არ ველოდებით“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” .

ქვეყანაში ფქვილის 3 თვის მარაგია – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები