უკრაინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბროვარიში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას ყველა მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ბროვარიში მოხდა, 19, 20 და 21 იანვარი გლოვის დღეებად გამოცხადდა. შავი დღეა, სიტყვები არ მყოფნის, რათა დანაკარგით გამოწვეული ტკივილი გამოვხატო“, – აცხადებს ბროვარის მერი იგორ საპოჟკო.

შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა.

 

მსგავსი თემები