,,კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გვაქვს, მიდიან, ხელფასების მომატებას ითხოვენ”- მალხაზ დოლიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,პრობლემები წარმოებაში გვაქვს, კვალიფიციური მუშახელის ძალიან დიდი გადინებაა,”- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან გაძნელებულია დისტრიბუციის საკითხები ქალაქის გადატვირთვის გამო და  კარგი იქნება, კვების პროდუქტებზე ღამის მიღებები დაწესდეს.

„ქართული ფქვილის საშუალო ფასი და რუსეთიდან შემოსული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს დაუახლოვდა და 70 ლარის ფარგლებში იყო. დღეს დაახლოებით, 5 ლარით შემცირდა ფქვილის ღირებულება. საქართველოში ჯერ არის გარკვეული მარაგი სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს მარაგი შექმნილია. მე ვიცი, რომ დაახლოებით, 60 000 ტონაზე მეტი ხორბალი და ფქვილია შემოსული. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მარტის თვემდე აქ თავის ტკივილი ფასებზე და წარმოებაში არ იქნება. რა თქმა უნდა, პრობლემები წარმოებაში გვაქვს, კვალიფიციური მუშახელის ძალიან დიდი გადინებაა, საუბარია ხელფასებზე. აგრეთვე, ძალიან გაძნელებულია დისტრიბუციის საკითხები ქალაქის გადატვირთვის გამო. კარგი იქნება, კვების პროდუქტებზე ღამის მიღებები დაწესდეს“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

ქვეყანაში ფქვილის 3 თვის მარაგია – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები