კანადა უკრაინას ჯავშანმანქანებით დაეხმარება

კანადა ადასტურებს ინფორმაციას უკრაინისთვის ჯავშანმანქანების გადაცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის  თავდაცვის მინისტრი აცხადებს, უკრაინას Senator-ის 200 ჯავშანმანქანას გადასცემენ.

მინისტრი ანიტა ანანდისი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას შეხვდა. სწორედ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა მან აღნიშნული შეთანხმების შესახებ.

ჯავშანმანქანების მთლიანი ღირებულება 90 მილიონი კანადური დოლარია.

მსგავსი თემები