,,უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე გვემუქრება” – მაია სანდუ

უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება,”- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის შემდეგ შექმნილ პრობლემებს,  ევროკავშირისა და პარტნიორებისგან მიღებული დახმარების მეშვეობით მოლდოვა უმკლავდება.

“ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას, გვინდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება. დიახ, რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება…. ჩვენ რუსეთს უახლოეს მომავალში დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე რჩება”, – თქვა სანდუმ.

 

მსგავსი თემები