დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა – პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, ქვეყნის მინისტრი ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა.

„ფრენის მიზანი საქმიანი იყო. ერთ-ერთ ცხელ წერტილში. შეიძლება ითქვას, ცხელ წერტილში, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. იქ მიემართებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

მსგავსი თემები