ევროკავშირის ელჩს იმედი აქვს, რომ 12-ვე პრიორიტეტზე პროგრესი იქნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საქართველო არსებულ ყველა პრიორიტეტს დაძლევს. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტში განაცხადა, წლის ბოლოს, გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მისწრაფებების სასარგებლოდ იქნება მიღებული.

„12 პრიორიტეტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. ბევრ პრიორიტეტზე პროგრესი შეინიშნება. სხვა პრიორიტეტებზე ჯერ კიდევ ველით ზოგიერთ გადაწყვეტილებას. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევაზე. სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ მუშაობა პარლამენტში ამ მომენტისთვის შეჩერდა, რადგან ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის მიმართეს. ვიცი, რომ როცა ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა აღდგება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები