,,კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ კორუფციის მიმართულებით კრიტიკული იყვნენ და მსგავსი ფაქტები არ დაუშვან. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უწყებაში შესაძლო კორუფციული ფაქტები დასაწყისშივე აღმოიფხვრას. „ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც, მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა – დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელების ჩათვლით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი…

მეტი...

,,მეგობრებო, ლიფტები არის თქვენი საკუთრება, უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება”- კახა კალაძე

,,სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია კორპუსის ამხანაგობა, თუმცა მათ ფინანსურ დახმარებას უწევენ შესაბამისი გამგეობებიც. „მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება. თუმცა, ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს ამ მიმართულებით პრობლემები, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში ადამიანებზე კიბოს ვაქცინის გამოცდას დაიწყებენ

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა კომპანია BioNTech-თან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის თანახმად  2023 წლის შემოდგომიდან კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ადამიანებზე გამოცდა დაიწყება. მემორანდუმი კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მიმდინარე ცდებში ჩართვისა და პერსონალური თერაპიული მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.

მეტი...

,,საქართველოს შესაძლებლობა, დაამატოს რაიმე იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს, უკიდურესად შეზღუდულია”- სალომე ზურაბიშვილი

,,საქართველოს შესაძლებლობა, დაამატოს რაიმე იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს სამხედრო ან ეკონომიკური კუთხით, უკიდურესად შეზღუდულია,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ძალები  სტრატეგიულ ავტომაგისტრალთან და გაზსადენებთან ძალიან ახლოს იმყოფებიან, რაც საფრთხეს ქმნის. „ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც მდებარეობს ორი დიდი რუსული ბაზა, რომლებიც ოდნავ შემცირდა უკრაინაში ომის გამო, რადგან გარკვეული აღჭურვილობისა და პერსონალის გადაყვანა მოხდა უკრაინაში, თუმცა რუსული ძალები იქ მაინც რჩებიან, ზოგიერთი მათგანი თბილისიდან 40 კილომეტრში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.    

მეტი...

ბუბა კიკაბიძეს ხვალ დაკრძალავენ

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს  თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბუბა კიკაბიძე, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

,,რუსეთი კაცობრიობის მტრად იქცა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთი კაცობრიობის მტრად იქცა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით,  მსოფლიომ იცის, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. „მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან. ცხადია, ეს შეიძლება, მომხდარიყო მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გადაიქცა კაცობრიობის მტრად. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ტერორისგან თავდაცვაში. მსოფლიოს ესმის უკრაინის დავოსში. იქ იციან, რა გააკეთა რუსეთმა დნიპროში, რას უკეთებენ ხერსონს, ხარკოვს, ჩვენს დონბასსა და სხვა ტერიტორიებს, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა. ჩვენ ვლობირებთ ტერორის სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ამ კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება…

მეტი...

აშშ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს გადასცემს. მისი მოცულობა და დეტალები 20 იანვრამდე გამოცხადდება. „ვეჭვობ, რომ თქვენ კვლავაც გაიგებთ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის ახალი პაკეტების შესახებ უსაფრთხოების სფეროში, დამატებითი შეიარაღებისა და შესაძლებლობების უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე. შესაძლოა, ეს კვირის ბოლოს მოხდეს“,- განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

მეტი...

,,რუსეთი უკრაინის რუსოფობიურ დიქტატურად გადაქცევას ვერ შეეგუება”- რუსეთის ელჩი გაეროში

,,მოსკოვი ვერ შეეგუება, რომ უკრაინა რუსოფობიური დიქტატურა გახდეს,” -ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში ვასილი ნებენზიამ განაცხადა. მისი მტკიცებით, რუსული რაკეტა, რომელიც დნიპროში ჩამოვარდა, უკრაინულმა სარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო. „რუსეთს, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, არ აქვს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციის მიზანი, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია და არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენს კართან საძულველი რუსოფობიური და ანტიქრისტიანული დიქტატურა ჩნდება, ”- განაცხადა ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.    

მეტი...

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ყახაზეთის მთავრობა შეწყვეტს პრაქტიკას, რომელიც რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დე ფაქტო აძლევდა საშუალებას, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ. ამრიგად, ყაზახეთში სამი თვის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ, შემდეგ კი ხელახლა მიიღონ ქვეყანაში კიდევ 90 დღით დარჩენის უფლება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეფორმის მიხედვით, ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს.  

მეტი...

ტრაილერის მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა – ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. კადრებს, ფეისბუქგვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. მათი განცხადებით, მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მძღოლი გადარჩა.  

მეტი...

უკრაინამ რუსეთში გატაცებული 125 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი-კომისარი ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკი აცხადებს, რომ კრაინამ ომის დროს რუსეთში უკანონოდ წაყვანილი 125 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. „ჩვენ შევძელით რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული თითქმის 14 000 ბავშვის მონაცემების დადგენა და გადამოწმება და, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათგან მხოლოდ 125-ის სახლში დაბრუნება მოვახერხეთ “, – აღნიშნა დარია გერასიმჩუკმა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 456 ბავშვი დაიღუპა, 897 კი – დაშავდა. „ჩვენი პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს შევიტყვეთ, რომ დნიპროში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც რაშისტებმა მოკლეს“, – განაცხადა გერასიმჩუკმა.

მეტი...

,,აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. მისი თქმით, მიუღებელია რუსეთის მოთხოვნა კიევის მიმართ, რომ უკრაინამ ახალი ტერიტორიული რეალობა აღიაროს. „თქვენ თუ გადახედავთ ტრაექტორიას „სტინგერებიდან“ „ჯაველინებამდე“ და „ჰაიმარსებიდან სარაკეტო ბატარეა „პეტრიოტებამდე“, დაინახავთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება. ამას იმგვარად ვაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, ეს დახმარება პასუხობს ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრისას. ბლინკენის განცხადებით, თუ პუტინი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით და აღარ ექნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნება, ის ცდება.  

მეტი...

,,ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია”- ნიკა მელია

,,ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია, ჩათვალა, რომ ამას შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერის გავრცელებით ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და დიდი სხვაობით წააგებენ არჩევნებს. „უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ფენომენი – ფარული მიყურადება კონკრეტული დანაშაულია. ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად, თუ გავლენა უნდა ვინმეს მოიპოვოს პარტიის შიგნით, ხვალ ქვეყნის მმართველობისას გამოიყენებენ. ის ადამიანები, ვინც დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები არიან, 2012 წელის ციხის კადრები რომ გავრცელდა,…

მეტი...

გერმანიაში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დააკავეს

გერმანიაში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი პოლიციამ დააკავა. მედიის ინფორმაციით, ის გერმანიის დასავლეთ ნაწილში ქვანახშირის მაღაროს გაფართოებას აპროტესტებდა. პოლიციის განცხადებით, ტუნბერგი არ დაუპატიმრებიათ და მას პირადობის მოწომობის გადამოწმების შემდეგ გაათავისუფლებენ. შვედ ეკოაქტივისტთან ერთად, გერმანიის პოლიციამ დააკავა კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი მაღაროში ჩახტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვანახშირის მაღაროების არსებობა გერმანიის მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესს აფერხებს. გერმანიის მთავრობამ დადო პირობა, რომ ქვანახშირის გამოყენებას 2038 წლისთვის შეწყვეტს.

მეტი...

,,პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასების მატების მიუხედავად, გერმანიას რეცესია არ ემუქრება”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასების მატების მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკას რეცესია არ ემუქრება. „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიას რეცესია არ ემუქრება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რეაგირება ძალიან რთულ სიტუაციებზე“, – განაცხადა შოლცმა. შოლცის თქმით,  ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ აშშ-თან ე.წ მწვანე სუბსიდიებთან დაკავშირებით სავაჭრო ომის თავიდან აცილება შესაძლებელია. „როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკამ 2022 წლის ბოლო კვარტალში სტაგნაცია განიცადა, თუმცა წლის განმავლობაში 1,9%-ით გაიზარდა.  

მეტი...

,,უნაკლოები არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს ფუფუნება არ აქვს კანდიდატის სტატუსზე მეორე “არა” მიიღოს”- სალომე ზურაბიშვილი

,,ნათელია, რომ ჩვენ უნაკლოები არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს ფუფუნება არ აქვს კანდიდატის სტატუსზე მეორე “არა” მიიღოს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის არმიღებამ გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია ქართველებში. “საბოლოოდ, და ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც ჯერ, ვფიქრობ, სრულიად არ არის დაფასებული არც საქართველოს მოსახლეობის, არც, შეიძლება, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მიერ, ვინც მოგვცა. ევროპული პერსპექტივის მიღება, დიდი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული ფორმის იმედგაცრუება…

მეტი...

ნიკანორ მელიას განცხადებით, მისი ფარული ჩანაწერი ვანო მერაბიშვილის გავრცელებულია

„ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. ჩათვალა, რომ ამას შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელია. მისივე შეფასებით, ამით ვერაფერს მოიგებენ. პირიქით, ეს არის ფეხში პოლიტიკური გასროლა და დიდი სხვაობით წააგებენ არჩევნებს. „უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ფენომენი – ფარული მიყურადება კონკრეტული დანაშაულია. ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად, თუ გავლენა უნდა ვინმეს მოიპოვოს პარტიის შიგნით, ხვალ ქვეყნის მმართველობისას გამოიყენებენ. ის ადამიანები, ვინც დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები არიან, 2012 წელის ციხის კადრები რომ…

მეტი...

„საქართველოს არ აქვს ფუფუნება, კანდიდატის სტატუსზე მეორე „არა“ მიიღოს“ – სალომე ზურაბიშვილი

ქვეყანა უნაკლო არ არის, თუ მცა,  ამავე დროს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე „არა“ მიიღოს – აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, უარით საქართველოს მოსახლეობაში იმედგაცრუება გაჩნდა. „საბოლოოდ, და ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც ჯერ, ვფიქრობ, სრულიად არ არის დაფასებული არც საქართველოს მოსახლეობის, არც, შეიძლება, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მიერ, ვინც მოგვცა. ევროპული პერსპექტივის მიღება, დიდი ნაბიჯია. ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული ფორმის იმედგაცრუება გააჩინა,…

მეტი...