,,ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება”- უკრაინის  უშიშროების სამსახური

უკრაინის  უშიშროების სამსახური ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განიხილება რამდენიმე ვერსია

“უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.

ამჟამად ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის: ფრენის წესების დარღვევა; ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა; მიზანმიმართული ქმედებები მანქანის განადგურების მიზნით.

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებს, რათა დადგინდეს ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ტრაგედიის დეტალები,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები