უკრაინული მხარე ყველას მოუწოდებს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ვერსიებს ნუ შეთხზავენ  

უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საზოგადოებას მიმართავს. როგორც შმიგალი აცხადებს, ნურავინ  გაავრცელებს თეორიებსა და სპეკულაციებს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით.

„ახლა ადგილზე მუშაობს ყველა სამსახური, რათა დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს და ეტაპობრივად, დეტალურად გაირკვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, მოერიდონ ამა თუ იმ თეორიას, სპეკულაციას, დაელოდონ ოფიციალურ კომენტარებს და დასკვნებს“, – აცხადებს შმიგალი.

შეგახსენებთ, რომ  კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდა. ყველა ადამიანი დაიღუპა. ბროვარიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

მსგავსი თემები