„გერმანიამ უკრაინას 12 მილიარდი ევრო გამოუყო და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“ – ოლაფ შოლცი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გერმანიის კანცლერმა უკრაინის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას არასდროს მიატოვებს.

„ომი გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე. ენერგიის ფასები არნახულად გაიზარდა. მთელ მსოფლიოში წარმოებისა და პროდუქციის ფასები მკვეთრად იზრდება. რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში. უკრაინა იცავს საკუთარ  თავს დიდი წარმატებითა და შთამბეჭდავი სიმამაცით. გერმანიამ, გასულ წელს 12 მილიარდი ევრო გამოყო და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ბერლინში, ოქტომბრის მიწურულისთვის, ჩვენ ვმუშაობდით საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა წარმოგვედგინა „მარშალის გეგმა“ უკრაინის ხანგრძლივი რეკონსტრუქციისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ფორუმზე.

 

მსგავსი თემები