2023 წლიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – მალხაზ დოლიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, 2023 წლიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

მისი თქმით, რეგულაციები სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს და ტექნოლოგიურ პარამეტრებს ეხება.

„ამ წლის მეორე ნახევრიდან ახალი რეგულაციები შემოდის, ეს რეგულაციები დროულია. პურის დამზადებაში წესები შემოდის, რომელიც დაცული უნდა იყოს. ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური წესები, ტექნოლოგიური პარამეტრები, ყველა მანქანა-დანადგარებზე ახალი წესები იქნება. მინდა შესაბამის სამსახურს მივმართო, რომ ტრენინგები ჩაატარონ, რომ ამ ხალხს რას ვთხოვთ იცოდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მომზადდეს სამი გაიდლაინი, რომელიც აჩვენებს მცირე, საშუალო და დიდი წარმოებისთვის რა მოთხოვნებია. შესაბამისად, ამ გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნები იქნება. გასული წლის ბოლოს მიგვიწვია სურსათის უვნებლობის სამსახურმა, სადაც ეს საკითხი გაჟღერდა და თქვეს, რომ ეს ე.წ. ჰასპის კანონმდებლობა ყველგან დაინერგება“,- განაცხადა დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“.

ქვეყანაში ფქვილის 3 თვის მარაგია – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები