პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას უკრაინაში ომის შეჩერება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. აღნიშნული გზავნილი პუტინმა ვეტერანებთან შეხვედრაზე გააჟღერა.

„რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, – აღნიშნა მან და ყველაფერში უკრაინა დაადანაშაულა.

პუტინის მტკიცებით,  დონბასის მიწები რუსულია და იქ მცხოვრები „საკუთარი ხალხის“ შეურაცხყოფას ვერ შეეგუება.

მსგავსი თემები