ავიაკატასტროფა ბროვარში – უკრაინის შსს გარდაცვლილთა სიას აქვეყნებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სიას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ : უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი; მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი; შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი; შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი; შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკო შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი; ვერტმფრენის მეთაური – სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო; სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო; სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი.

ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის ბავშვებიც.

“უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ენით აუწერელ ტკივილს განიცდის ამ ადამიანების დაკარგვის გამო. ნამდვილი ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად, მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ყველა ნათესავსა და მეგობარს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები