გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი – ავიაკატასტროფა უკრაინაში

კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

,,ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით, ამ ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან სამი ბავშვია. გარდა ამისა, 25 ადამიანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც იღებენ კვალიფიციურ დახმარებას. მათგან 10 დაშავებული ბავშვია, რამდენიმე პირი მძიმე მდგომარეობაშია რეანიმაციაში”,- განაცხადა ეროვნული პოლიციის სპიკერმა

მსგავსი თემები