,,საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას პატივისცემას იმსახურებს”- სერგეი ლავროვი

,,საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, პატივისცემას იმსახურებს,” –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს… შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. და ის ფაქტი, რომ არც ისე დიდ ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და მათი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

 

მსგავსი თემები