,,თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ”- გია ვოლსკი

,,თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,”ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფარი”.

,,ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფარი და ვინც ამას გაიმეორებს, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, როგორმე ზიანი მიაყენოს საკუთარ ქვეყანას. ვინ შეზღუდა? ვინ არის შეზღუდული? ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ. თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა. ვერავინ ვერ შეძლებდა არათუ მედიის რეგისტრირებას, არამედ, რეგისტრირებას კი არა, ამ თემაზე ხმის ამოიღება რომ გაგებედა, წინასწარ უნდა ყოფილიყავი შეკრული ვინმესთან,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები