ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის გავრცელებამ გამოიწვია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგანეტოს ცნობით, დღეიდან, 18 იანვრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, თბილისში ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება.

მათივე ცნობით, ეს ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

,,აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები