კიევის ოლქში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია ხუთი ადამიანი

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის გუბერნატორის, ოლექსი კულებას განცხადებით, ტრაგედიის დროს, ბავშვები და პერსონალი საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი.

მსგავსი თემები