„მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის წინაშე ვდგავართ, მსოფლიოს დიდ ნაწილს რეცესია ემუქრება“ – ანტონიო გუტიერეში

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გლობალური პრობლემებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც  მსოფლიო დგას. მისი შეფასებით, მსოფლიო მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის წინაშე დგას.

„მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის წინაშე ვდგავართ. ჩვენს სამყაროს ქარიშხალი რამდენიმე ფრონტზე დაატყდა თავს. დავიწყოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისით. მსოფლიოს ბევრ ნაწილს ემუქრება რეცესია და მთელი მსოფლიო შენელების წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ გაღრმავებულ უთანასწორობას და ცხოვრების ხარჯების სწრაფად განვითარებას, რაც ყველაზე მეტად ქალებსა და გოგონებზე ახდენს გავლენას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და ენერგოკრიზისი. ფასების ზრდა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციასთან ერთად დაუცველ ქვეყნებს აზარალებს. ჩვენ ვეთამაშებით კლიმატურ კატასტროფას. შედეგები დამანგრეველი იქნება. დღეს წიაღისეული საწვავის მწარმოებლები და მათი ხელშემწყობები კვლავ იბრძვიან წარმოების გაფართოებისთვის, კარგად იციან, რომ ეს ბიზნეს მოდელი შეუთავსებელია ადამიანის გადარჩენასთან. ამ ტოქსიკურ საკითხთან კიდევ ერთი ფეთქებადი ფაქტორი: კონფლიქტი, ძალადობა, ომი, განსაკუთრებით რუსეთის შეჭრა უკრაინაში,” – განაცხადა გუტიერეშმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.

 

მსგავსი თემები