,,კვარაცხელია აშკარად 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს”- „იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი

,,იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორის ლუჩანო მოჯის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რეალურად 10-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე ნეაპოლელებმა გადაიხადეს.

„პარასკევის მატჩის შემდეგ დე ლაურენტისს მესიჯი გავუგზავნე, მივულოცე გამარჯვება და ის სტრატეგია, რომლითაც კლუბს მართავს. ყოველთვის არასასიამოვნოა მოთამაშის ღირებულების შეფასება. მაგრამ კვარაცხელია აშკარად 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. თუ ლუკაკუს ტრანსფერს ამდენად აფასებენ, რომელიც ბურთს ვერ აჩერებს, მაშინ ტექნიკის მქონეები უფრო მეტად უნდა დაფასდნენ“, – აცხადებს „იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი.

 

მსგავსი თემები