კიევის ოლქში, ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი  დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი ემსხვერპლნენ.

შემთხვევის შედეგად ასევე დაიღუპა, სახელმწიფო მდივანი.

ვერტმფრენი კიევის ოლქში, ბროვარში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საბავშვო ბაღთან ახლოს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სულ ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორისაა 2 ბავშვი.

მსგავსი თემები