„სიტყვების თავმოყრასაც ვერ ვახერხებ“ – ოლენა ზელენსკა

უკრაინაში დღეს მომხდარ ტრაგედიაზე უკრაინის პირველმა ლედიმ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. როგორც ოლენა ზელენსკამ განაცხადა, გამოძიება დაადგენს რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

“დღეს კიდევ ერთი რთული დღეა უკრაინისთვის. დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ისინი ვინც საბავშვო ბაღის მიმდებარედ იმყოფებოდნენ. მე არ მაქვს ძალა იმისთვის გამოვხატო ჩემი განცდები მომხდართან დაკავშირებით. სიტყვების თავმოყრასაც ვერ ვახერხებ. გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი. მე პირადად ვიცნობდი მინისტრს რომელიც დღეს დაიღუპა და ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია,” – განაცხადა ზელენსკამ ფორუმზე, სადაც ის უკრაინას წარმოადგენს.

 

მსგავსი თემები