,,ტკივილი ენით აუწერელია…ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

“ტკივილი ენით აუწერელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა.

ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს! დენის, ჟენიას, იურის, შსს-ს გუნდს… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდობით განისვენეთ! მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას!”- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

მსგავსი თემები