,,ჰამასმა” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო

,,ჰამასმა” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო. წინადადება ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებასა და მძევლების ცხედრების დაბრუნებას გულისხმობს.

უცხოური მედიის ცნობით, ,,ჰამასის” ლიდერებმა ღაზას დატოვებაზეც უარი თქვეს. ისინი მოითხოვენ, რომ ისრაელმა სრულად გაიყვანოს ტერიტორიიდან ჯარები და პალესტინელებს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება მისცეს.

ასევე, ეგვიპტე და კატარი, რომლებიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის წარსულში შეთანხმებებს შუამავლობდნენ, ახლა მრავალპუნქტიანი წინადადების “ხარვეზებს” ამუშავებენ. წინადადება მოიცავდა ომის დასრულებას, მძევლების გათავისუფლებას და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას.

მსგავსი თემები