ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა არ იცოდა, რომ სექსუალური ფოტოები არასრულწლოვანს ეკუთვნოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. დაკავებული 23 წლის სამხედრო, დუმილის უფლებას იყენებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც „facebook”-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ბრალდებულის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ‘‘მედიაცენტრ მთავართან” აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზე აქვს წარდგენილი. მისივე თქმით, ბრალდებულმა არ იცოდა, რომ კავშირი მცირეწლოვანთან ჰქონდა.

„არც იცნობდა ფიზიკურად, არც იცოდა ვინ იყო. თუ მუქარა რეალური იყო, ეს ურთიერთობა 3-4 თვე გრძელდებოდა, მაშინ აქამდე რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებებს? გეტყვით რატომაც, ამ ადამიანს, დაზარალებულს არ ჰქონდა განცდა, რომ ვინმე ემუქრებოდა, მას შეეძლო აქამდეც მიემართა საგამოძიებო უწყებებისთვის. 18 წლის არ შეიძლებოდა სკოლის მოსწავლე ყოფილიყო? საგამოძიებო უწყებებისთვის გოგონას არ მიუმართავს, დედამ მიმართა, როცა შეიტყო, რომ მის გოგონას სხვა უცხო მამაკაცი წერდა, ამის გამო მიეცა საქმეს საგამოძიებო მსვლელობა, ფოტოებით, რომელსაც გოგონა ბრალდებულს უგზავნიდა, შეუძლებელია იყო იმის ცოდნა, რომ მას არასრულწლოვანთან ჰქონდა საქმე“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძე ”მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები