„დაველოდებით ვეტოს“- ირაკლი კობახიძე

„ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის“- განაცხადა პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას.

„გაიმარჯვონ და გააუქმონ. ნოემბერში უკვე შეუძლიათ, ამ კანონის გაუქმება. თვითონაც იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის, ამ კანონის მხარეს. ამიტომ, არ აქვთ არავითარი იმედი, რომ შეუძლიათ, ამ არჩევნებში გამარჯვება და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. სინამდვილეში, ერთადერთი ამოცანა უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები კანონთან დაკავშირებით – ნული არგუმენტი“- ამბობს კობახიძე.

მსგავსი თემები