ოზურგეთში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია გურია TV ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა კაცს მოტეხილობა და ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება.

მსგავსი თემები