„რესპუბლიკურის გადასარჩენად“ – აქცია ხვალ იგეგმება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ხვალ კლნიკასთან იკრიბება. „რესპუბლიკურის გადასარჩენად“ ასე ქვია აქციას, რომელსაც სამედიცინო პერსონალი გეგმავს.

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა. რაც შეეხება კლინიკას, სამინისტრომ მისი მისი დანგრევისა და ახლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით.

აქცცია ხვალ, 24 იანვარს 11:00-ზე დაიგეგმა.

 

მსგავსი თემები