საია შსს-ს მოუწოდებს, დაკავებულებზე ინფორმაცია მიაწოდონ და მათთან ადვოკატები შეუშვან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კეკელიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულ პირებთან დაკავშრებით იფორმაციას ითხოვს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არ იციან სად არიან დაკავებულები გადაყვანილები და მათთან შეხვედრს შესაძლებლობა ადვოკარებს არ ეძლევათ.

„2024 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო. საყურადღებოა, რომ მომდევნო დღეებში დაგეგმილია კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება. როგორც ირკვევა სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს“ – აღნიშნულია განცხადებში.

მათივე თქმით, იძულებითი გამოსახლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკურებულ შემთხვევებში და აუცილებელია იგი განხორციელდეს კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების ზედმიწევნით დაცვის შესაბამისად.

„ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავებისგან ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. გავრცელებული ინფორმაციით ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება დაბრკოლების გარეშე შეხვდნენ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.

მოვუწოდებთ: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს – მიაწოდოს ადვოკატებს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

 

 

 

 

.

საქართველოს პარლამენტს / საქართველოს მთავრობას – დაიცვან სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ ყველა ზომას, რათა, უზრუნველყონ ხელშეკრულების სუსტი მხარის კაბალური პირობებისგან დაცვა; ასევე, უზრუნველყონ, აღსრულების პროცედურა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს”, – წერია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები