“დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ და გამოძიებას ითხოვენ“- ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულმა პარლამენტთან დაკავებული პირები მოინახულა. როგორც ობუდსმენის აპრატში აცხადებენ, დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საურობენ და სპეციალური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

“კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას,” – წერია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები