13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცი, ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

გამოძიება მამაკაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება.

გაუპატიურებაში ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ)  მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები