სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“ – აცხადებენ უწყებაში.

საია შსს-ს მოუწოდებს, დაკავებულებზე ინფორმაცია მიაწოდონ და მათთან ადვოკატები შეუშვან

მსგავსი თემები