მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, გზებზე ლიპყინული – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები